მასწავლებლის პროფესიული განვითარება
მიმდინარე სასწავლო წელს ბევრი რამ გავაკეთე ჩემი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში შევქმენი თემატურ-კალენდარული გეგმები ყველა ჩემი კლასისთვის, შევიმუშავე სილაბუსები, ხშირად ვგეგმავდი გაკვეთილებს და ვიყენებდი მრავალფეროვან აქტივობებს, ციფრულ და ინტერნეტ რესურსებს მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად. ვეხმარებოდი სწავლას ჩამორჩენილ მოსწავლეებს სიძნელეების დაძლევაში. მთელი ერთი სემესტრის განმავლობაში დამატებით გაკვეთილებს ვუტარებდი III კლასის სწავლას ჩამორჩენილ მოსწავლეებს და იმდენად გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი, რომ მთელი კლასი რჩებოდა ხოლმე დამატებით მეცადინეობაზე და სასურველ შედეგსაც მივაღწიე. განვახორციელე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები: Holiday Card Exchange, EFL with iEARN-Moldova, რისთვისაც დამაჯილდოვეს სერთიფიკატებით. ასევე ვმუშაობდი სხვადასხვა სასწავლო პროექტებზე, როგორიცაა, My story book V კლასში, My garden II კლასში, Seasons III კლასში. მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს პოსტერები პროექტის დასრულების შემდეგ, მე როგორც მასწავლებელი, მხოლოდ ფასილიტატორის როლს ვასრულებდი. მოლდოვასთან საერთაშორისო პროექტმა გაამდიდრა ჩემი ცოდნა ტექნოლოგიების გამოყენებაში, რადგან ყველა დავალება ინტერნეტ სივრცის გამოყენებით სრულდებოდა. მე და ჩემმა მოსწავლეებმა ისწავლეს სხვადასხვა საიტების გამოყენება რესურსების შესაქმნელად. vocaroo, voice thread, photo peach, fotobabble,, slidestory, და შემდგომ მიღებული ცოდნა გამოიყენეს პროექტის Holiday card exchange პრეზენტაციის დროს.
ჩართული ვარ მილენიუმის ტრენინგებში, ვარ ათასწლეულების გამოწვევის პროექტის ფასილიტატორი და შეფასების ჯგუფის წევრი. სისტემატურად ვაცნობებ საჭირო ინფორმაციას მილენიუმის პროგრამაში ჩართულ საბუნებისმეტყველო, მათემატიკის და ინგლისური ენის მასწავლებლებს და ტრენინგებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ იმ კოლეგებს, რომლებიც ჯერ-ჯერობით არა არიან ჩართული ამ ტრენინგებში. მუდმივად ვეცნობი სათანადო მეთოდურ სტატიებსა თუ სხვა დამხმარე ლიტერატურას პროფესიული განვითარებისთვის. შევქმენი ციფრული რესურსები და სისტემატურად ვიყენებ მათ გაკვეთილებზე, მუდმივად ვთანამშრომლობ კოლეგებთან და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ერთად ვგეგმავთ გაკვეთილებს, უკუკავშირს ვაძლევთ ერთმანეთს, ვეხმარებით საკითხების უკეთესად გაგება-გააზრებაში. 2017 წლის 28-31 იანვარს პროფესიული განვითარების მიზნით გავიარე 25 საათიანი ტრენინგი ტექნოლოგიების გამოყენებაში უცხო ენის გაკვეთილზე. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები დამეხმარა უკეთესად ჩამერთო და გამომეყენებინა ტექნოლოგიები უცხო ენის სწავლებაში. ტრენინგის შემდეგ შევქმენი ბლოგი, სადაც ტერნინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენე და მივუთითე ყველა იმ სასარგებლო ლინკის მისამართი, რომელიც ჩემს კოლეგებს გამოადგებათ როგორც რესურსი და ასევე ტრენინგის შემდეგ ჩემს მიერ შექმნილ რესურსები ვორდის ფაილში. /http://mziaresources.blogspot.com/
ეს გახლავთ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის ლინკი;
https://docs.com/user865659/9161

Comments
Post a Comment