Posts

მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მიმდინარე სასწავლო წელს ბევრი რამ გავაკეთე ჩემი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში შევქმენი თემატურ-კალენდარული გეგმები ყველა ჩემი კლასისთვის, შევიმუშავე სილაბუსები, ხშირად ვგეგმავდი გაკვეთილებს და ვიყენებდი მრავალფეროვან აქტივობებს, ციფრულ და ინტერნეტ რესურსებს მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად. ვეხმარებოდი სწავლას ჩამორჩენილ მოსწავლეებს სიძნელეების დაძლევაში. მთელი ერთი სემესტრის განმავლობაში დამატებით გაკვეთილებს ვუტარებდი III კლასის სწავლას ჩამორჩენილ მოსწავლეებს და იმდენად გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი, რომ მთელი კლასი რჩებოდა ხოლმე დამატებით მეცადინეობაზე და სასურველ შედეგსაც მივაღწიე. განვახორციელე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები: Holiday Card Exchange, EFL with iEARN-Moldova, რისთვისაც დამაჯილდოვეს სერთიფიკატებით. ასევე ვმუშაობდი სხვადასხვა სასწავლო პროექტებზე, როგორიცაა, My story book V კლასში, My garden II კლასში, Seasons III კლასში. მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს პოსტერები პროექტის დასრულების შემდეგ, მე როგორც მასწავლებელი, მხოლოდ ფასილ